ამანათის შესაძენად გთხოვთ წაიკითხოთ
რა ჩავწეროთ Shipping Address
Last Name | თქვენი სახელი |
First Name | თქვენი გვარი |
Company Name | Atlantic Express Corp. |
Address | 8801 S 78TH AVE |
Address 2 | UNIEX E**** (ნომერი რომელიც მოგენიჭათ) |
City | Bridgeview |
State | IL |
Zip Code | 60455-1903 |
Phone | 708-907-3000 |
საბანკო რეკვიზიტები
ორგანიზაცია | შპს ”იუნიექსი” |
ბანკი | სს ”თიბისი ბანკის” საბურთალოს ფილიალი |
ბანკის კოდი | TBCBGE22 |
ააა | IBAN GE83 TB72 2573 6070 1000 01 |
თუ ჩემი ამანათი არ მოვიდა თქვენს მისამართზე, როგორ მოვიქცე?
თუ თქვენს მიერ შეძენილმა ნივთმა ჩვენ ოფისამდე არ მოაღწია, ჩვენ ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას ამ ნივთზე. ასეთ შემთხვევაში (რაც ძალიან იშვიათად ხდება) უნდა დაუკავშირდეთ მაღაზიას და მოსთხოვოთ ზარალის ანაზღაურება. თუ თქვენ ვერ ახერხებთ პრობლემის მოგვარებას შეგიძლიათ მოგვწეროთ. ჩვენ სრულიად უფასოდ შევეცდებით დავუკავშირდეთ მაღაზიას და მოვთხოვოთ ნივთის ახლიდან გამოგზავნა.
როგორ ხდება ტრანსპორტირების ღირებულების გამოთვლა?
ტრანსპორტირების ღირებულების გამოთვლა ხდება ამანათის რელური და მოცულობითი წონის შეფარდებით.საბოლოო წონა ჩაითვლება რეალურსა და მოცულობით წონებს შორის რომელიც მეტია. რომელი მათგანიც არის მეტი ის წონა მრავლდება კილოგრამის ფასზე.
რა სახის საქონლის გამოგზავნაა აკრძალული?
საბურავები;
საღებავი, ალკოჰოლური სასმელები და ა.შ.;
საკვები პროდუქცია – ნებისმიერი ფორმით და შეფუთვით;
ფეთქებადი და ადვილად აალებადი ნივთიერებები ან პროდუქცია (მაგ. სანთებელა, საახალწლო მაშხალა, ელემენტები და ა.შ.);
პორნოგრაფიული სახის პროდუქცია;
ცხოველები, მცენარეები, თევზები, ჩიტები, მღრღნელები და ა.შ.;
ტოქსიკური ნივთიერებები;
ცეცხლსასროლი იარაღები, ნაწილები ან იარაღის აქსესუარები (თუნდაც ოპტიკური სამიზნე);
თუთუნი, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია ან მცენარეები ან მათი თესლი;
ე.წ. 'აზბესტი'–ს შემცველობის პროდუქცია;
ცხოველების ფიტულები, ძვლები, ბეწვი, სპილოს ძვალი და ა.შ.;
რეალური ფული - მონეტები ან ბანკნოტები ნებისმიერი ქვეყნის.
სუნამო, "სფრეი" - შეზღუდულია საჰაერო გზით ტრანსპორტირება, მაგრამ არ არის აკრძალული;
ბიო ნარკოტიკები.
ხდება თუ არა ამანათის წონის დამრგვალება?
0.3კგ-მდე წონის ამანათების დამრგვალება ხდება 0.3კგ-ზე. 0.3-კგ-ზე მეტი წონის ამანათების დამრგვალება არ ხდება.
როდის და როგორ ხდება ტრანსპორტირების ღირებულების გადახდა?
ტრანსპორტირების ღირებულების ინვოისი დამკვეთს ეგზავნება საჰაერო გზით ტვირთის ამერიკიდან გამოგზავნის დღეს. ინვოისის გადახდის გაადვილების მიზნით სასურველია ბანკის ოპერატორს წარუდგინოთ ამობეჭდილი ინვოისი და თანხა გადარიცხოთ "თიბისი ბანკის" მითითებულ საბანკო ანგარიშზე ამანათის თბილიში ჩმოსვლამდე, გადარიცხოთ ინტერნეტ-ბანკინგით ან ჩარიცხოთ პოსტ-ტერმინალიდან პლასტიკური ბარათის გატარებით.
რომელია გადახდის ყველზე უსაფრთხო მეთოდი?
გადახდის ყველაზე უსაფთხო მეთოდი არის ანგარიშსწორება პლასტიკური ბარათით. ასეთ დროს თქვენ შესაძლებლობა გრჩებათ გაუგებრობის შემთხვავაში თანხა დაიბრუნოთ უკან, ვინაიდან ლოგირება ბანკისა და მაღაზიის შესაბამის პროგრამებში ფიქსირდება.
მაღაზიამ მომთხოვა პლასტიკური ბარათის სრული ასლის გადაგზავნა და რას მირჩევთ?
გირჩევთ არ ისარგებლოთ ასეთი ონლაინ მაღაზიის მომსახურეობით რათა თავი დაიზღვიოთ. შეგახსენებთ, რომ ჰაკერებს არ ძინავთ და შესაძლოა ვინმემ ბოროტად ისარგებლოს თქვენი ასეთი ნდობით.
თუ არ არის ინვოისი ?
ხშირ შემთხვევაში თქვენს მიერ შეკვეთილ ტვირთში არ დევს ინვოისი, ასეთი სახის ამანათები ექვემდებარება საბაჟო კონტროლს მისი საბოლოო მოკვლევისა და შეფასების მიზნით. რათა დადგინდეს თქვენს მიერ გამომგზავნილი ამანათები ექვემდებარება თუ არა განბაჟებას. ამ პროცედურის თავიდან აცილების მიზნით გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენ მიერ შეძენილი ნივთ(ებ)ის ინვოისი, ( დაამატოთ ინფორმაცია, ამანთის Tracking# -ი ,ფასი, მონიშნოთ ეს ამანათი 300 ლარამდეა თუ 300 ლარის ზევით) რათა ჩვენ ვუზრუნველყოთ ამ დოკუმენტის სრულად და დროულად მიწოდება საბაჟო და ავია გადამზიდისათვის